აჭარა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე პირველად იქნება წარმოდგენილი

13 ოქტომბერი 2019, 12:13 1965 ნახვა

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, წელს პირველად აჭარაც იქნება წარმოდგენილი. გერმანიაში, ბათუმელი პოეტები როინ აბუსელიძე, გენრი დოლიძე და ინგა გოგიბერიძე გაემგზავრებიან.  როინ აბუსელიძისა და გენრი დოლიძის ვიზიტს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის  სამინისტრო დააფინანსებს. მათ, გერმანიაში გასამგზავრებლად 5 ათასი ლარი სჭირდებოდათ.

გენრი დოლიძის თქმით,  სოციალურ ქსელში  დაწყებული  მხარდამჭერი აქციით 1 000 ლარი შეგროვდა. შარშან ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იყო წარმოდგენილი. გამოიფინა უცხოეთში გამოცემული რამდენიმე ასეული ქართული წიგნი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში