სამართალდამცველებმა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

13 ოქტომბერი 2019, 12:47 1455 ნახვა

სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული ნ.ძ. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებმა , დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, მჭიდი და 6 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში