აბასთუმანი - მიტაცებული კურორტი 

13 ოქტომბერი 2019, 20:30 2716 ნახვა

გადატანილი ტუბდისპანსერი, სახმელეთო და საჰაერო მარშრუტების შეცვლის იდეა და ამ ყველაფერთან ერთად ობსერვატორიაში დაწყებული რეორგანიზაცია. პოპულარული კურორტი აბასთუმანი მასშტაბური ცვლილებების პროცესშია. ეს მასშტაბური ცვლილებები კი ყოფილი პრემიერის და მმართველი პარტიის ლიდერის სახელს უკავშირდება.

მაშინ, როდესაც ადგილობრივები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბის ეკოკურორტად გადაქცევას და სავარაუდოდ იქ ცხოვრებას აპირებს, გარემოსდამცველები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისთვის აუნაზღაურებელი ზიანის მიყენების საფრთხეზე საუბრობენ. ვის მოსწონს და ვის არ მოსწონს ის, რაც აბასთუმანში ხდება და რა არგუმენტები აქვთ მხარეებს. ასევე, რატომ იწონებენ ობსერვატორიაში საჰაერო მარშრუტების ცვლილების იდეას.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში