ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ მიმდინარეობს

14 ოქტომბერი 2019, 18:07 1901 ნახვა

ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალიგანდაგანაგრძელდება. დღეს დაგეგმილია ქორეოგრაფიული და ვოკალური ანსამბლების კონცერტებისპეცილაურად მოწყობილ  საწნახელში  ყურძენსაც დაწურავენ. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ  აჭარული სამზარეულოს კერძები დააგემოვნონ და მომზადების მასტერკლასებშიც ჩაერთონ. ფესტივალი ევროპის მოედანზე მიმდინარეობს.

სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდგანა“ 2015 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა. ფესტივალი 13 ოქტომბერს გაიხსნა და დღეს დასრულდება.

ფოტო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში