ე.წ. ლარიანი მედიკამენტები კვლავ დეფიციტია

14 ოქტომბერი 2019, 15:59 1640 ნახვა

ე.წ  ლარიანი წამლები ისევ დეფიციტია. ,, მთავარმა” გაარკვია, რომ ბათუმის შემდეგ ამ დრომდე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამით, ვერც ქობულეთის მოსახლეობა სარგებლობს.

35 დასახელების პრეპარატის სრული მარაგი, რომლებიც ქრონიკული დაავადებების  სამკურნალოდაა  განკუთვნილი, სააფთიაქო ქსელ პსპ-ში  არ არის. აფთიაქში  დაზუსტებული ინფორმაცია რას უკავშირდება პრეპარატების დეფიციტი არ აქვთ. აქ გვითხრეს, რომ პასუხს ჯანდაცვის სამინისტროსგან ელოდებიან. ბენეფიციარები უკმაყოფილებას გამოთქვამენ და  ამბობენ, რომ თვეზე მეტია მათ პროგრამით გათვალისწინებულ პრეპარატებზე ხელი არ მიუწვდებათ.

ჯანდაცვის სამინისტროში ჯერ-ჯერობით ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში