თურქეთის სამხედრო ოპერაციის მეექვსე დღე სირიაში

14 ოქტომბერი 2019, 20:00 2158 ნახვა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში დარჩენილი 1000 ჯარისკაცი და დიპლომატები გაიყვანა - ამის შესახებ შტატების თავდაცვის მდივანმა განაცხადა. თქვა, რომ მათი დაცვა შეუძლებელი ხდებოდა, რადგან თურქეთი ამ მიმართულებითაც გეგმავს თავდასხმის გაფართოვებას.

პარალელურად თეთრი სახლი სანქციებისთვის ემზადება.  9 ოქტომბერს დაწყებული სამხედრო ოპერაცია, რომელსაც ოფიციალური მთავრობა „მშვიდობის წყაროს“ უწოდებს, დღემდე გრძელდება. ვრცელდება ათობით მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვისა და დაშავების შესახებ ინფორმაცია.  

ამასთან, ერდოღანის განცხადებით ლიკვიდირებულია ასობით ქურთი მებრძოლი, რომელსაც იგი ტერორისტებს უწოდებს.  პარალელურად ცნობილი ხდება რუსეთის შუამავლობის შესახებ ასადის მთავრობასა და სირიელ ქურთებს შორის.

სირიელი ქურთები, რომლებიც ერთ დროს თეთრი სახლის მოკავშირეები იყვნენ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში, დღეს ამბობენ, რომ ამ მოლაპარაკების მიზანი ახლა საზღვრის დაცვა და თურქეთის შეტევის შეკავებაა.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში