კომისიის წევრები დღეს მრჩეველთა საბჭოს წევრობის მსურველებს მოუსმენენ

15 ოქტომბერი 2019, 10:42 1439 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს  მრჩეველთა საბჭოს წევრობის მსურველებთან გასაუბრება დღეს დაიწყო. 15 ოქტომბერს მრჩეველთა საბჭოს შესარჩევი კომისია 10 კანდიდატს გაესაუბრება. ამ ეტაპზე კომისიის წევრები ბეჟან გობაძეს უსმენენ.  დღესვე ისინი თამილა დოლიძეს, გელა ღოღობერიძეს, რუსლან  ბარამიძეს, ფირუზ ბოლქვაძეს, სოფიო კობალაძეს, დიანა ვაშაყმაძეს, სოსო სტურუას, სტელა ახვლედიანს და რაულ ბერიძეს გაესაუბრებიან.

შეხვედრას დღეს კომისიის  მხოლოდ 4 წევრი ესწრება. ლევან ჯაყელი უცხოეთშია.  კანდიდატებს  პრეზენტაციისთვის 10 წუთი აქვთ, 20 წუთი კი, კითხვა-პასუხს დაეთმობა. 

მრჩეველთა საბჭოს წევრობის სურვილი სულ  23 პირმა გამოთქვა,  მათგან  კონკურსის მეორე ეტაპზე 19 გადავიდა, 4 კი გამოეთიშა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს 4 წევრს, ნატა იმედაიშვილს, ბეჟან გობაძეს, გიორგი ირემაძესა და ირაკლი დარცმელიძეს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში