ოჯახი უარყოფს, რომ მამაკაცი კრაზანის ნაკბენის გამო გარდაიცვალა

15 ოქტომბერი 2019, 13:59 3267 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქობულეთში მამაკაცს კრაზანამ უკბინა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლები ყვებოდნენ, რომ 57 წლის კაცი ნალიაში ავიდა, სადაც მწერებს ბუდე ჰქონდათ გაკეთებული.

ქობულეთის სასწრაფო დახმარების ცენტრში გვითხრეს, რომ 11 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში სოფელ შუაღელედან გამოძახება დაფიქსირდა. მოქალაქე ამბობდა, რომ მამაკაცს კრაზანამ უკბინა. დაახლოებით 15 წუთში ბრიგადა ადგილზე იყო. ექიმების განმარტავენ, რომ მამაკაცის სხეულზე ნაკბენის კვალი ვერ აღმოაჩინეს. 

მოგვიანებით, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ოჯახში მივიდა. ისინი მამაკაცის დაღუპვის სხვა ვერსიაზე საუბრობენ. ახლობლებისგან განსხვავებით,  გარდაცვლილის შვილმა თქვა, რომ მამა გულის შეტევით გარდაიცვალა და არა კრაზანის ნაკბენით. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში კი, ამბობენ, რომ გარდაცვლილის ოჯახმა ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი განაცხადა. 

მაუწყებელს სოფელში ადგილობრივები  უყვებიან, რომ გარდაცვალებამდე მამაკაცს მწერმა უკბინა. ''ჩვენ ასეთი ინფორმაცია გვაქვს, ასე გავიგეთ, რომ თითქოს ბზიკმა  უკბინა.  მერე რა მოხდა არ ვიცით''...

რამდენიმე კვირის წინ, შუახევის ერთ-ერთი სკოლის ეზოში ბაზმა მოსწავლე თავის არეში დაკბინა. მას სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაუწიეს. ცნობილია, რომ ბაზის ნაკბენი საგანგაშოა ალერგიული ადამიანებისთვის. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, ფატალური შედეგი დადგეს.

ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ მწერების შხამ-ქიმიკატებით შეწამვლის პროგრამა მუნიციპალიტეტში არსებობს,  მომსახურება კი ფასიანია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში