რა იდეა აქვთ კანდიდატებს მაუწყებლის განვითარებასთან დაკავშირებით - გასაუბრება მრჩეველთა საბჭოს წევრობის მსურველებთან

15 ოქტომბერი 2019, 18:00 1382 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მსურველ  მეშვიდე კანდიდატს უსმენს ამ წუთებში კომისია.  რა იდეა აქვთ  კანდიდატებს მაუწყებლის განვითარებასთან დაკავშირებით, კონცეფციის წარსადგენად  10 წუთი აქვთ, რომლის შემდეგაც კომისიის წევრების შეკითვებს პასუხობენ.

შეხვედრას დღეს კომისიის  მხოლოდ 4 წევრი ესწრება. ლევან ჯაყელი უცხოეთშია.  კანდიდატებს  პრეზენტაციისთვის 10 წუთი აქვთ, 20 წუთი კი, კითხვა-პასუხს დაეთმობა. 

მრჩეველთა საბჭოს წევრობის სურვილი სულ  23 პირმა გამოთქვა,  მათგან  კონკურსის მეორე ეტაპზე 19 გადავიდა, 4 კი გამოეთიშა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს 4 წევრს, ნატა იმედაიშვილს, ბეჟან გობაძეს, გიორგი ირემაძესა და ირაკლი დარცმელიძეს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში