აქცია მშენებლობასთან

06 სექტემბერი 2016, 00:00 4622 ნახვა

აქცია იყო ახალ ბულვარში. “მეტრო ატლას ჯორჯიას” ტერიტორიაზე შპს “ნინოს” თანამშრომლები შეიკრიბნენ. ისინი კომპანიისგან გაწეული მომსახურების ანაზღაურებას მოითხოვდნენ. აღნიშნული შპს “მეტრო ატლას ჯორჯიას” კუთვნილ ობიექტზე დასაქმებულებს კვებით უზრუნველყოფდა, რამდენიმე დღის წინ კი კომპანიამ უხარისხო საკვების მიზეზით შეპესეს ხელშეკრულება შეუწყვიტა. დავა მხარეებს შორის გრძელდება. აქციის მონაწილეები დარჩენილი დავალიანების დროულად ანაზღაურებას ითხოვენ. კომპანიაში კი აცხადებენ, რომ პირველ ეტაპზე მომწოდებელს დაქირავებული თანამშრომლების ხელფასისთვის საჭირო თანხას ჩაურიცხავენ. დანარჩენ დავალიანება კი “მეტრო ატლას ჯორჯიას” დირექტორის განმარტებით, შეპესეს საბოლოო დაანგარიშების შემდეგ, რამდენიმე დღეში გადაერიცხება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში