უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარის არჩევნებზე პოლიცია გამოიძახეს 

16 ოქტომბერი 2019, 15:00 2036 ნახვა

უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალში, თავმჯდომარის არჩევნებზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. ადგილზე პოლიციის გამოძახებაც გახდა საჭირო. 

რიგგარეშე არჩევნები ჩაიშალა. დაპირისპირება უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარესა და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს შორის დაიწყო. საკითხის განხილვა, მოგვიანებით დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი არჩევნების ორი თვით გადადებას ითხოვდა.  ალექსანდრე წეველიძის თქმით, პროცესები გამჭირვალედ უნდა ჩატარდეს, ამის წინაპირობა კი არ არსებობდა. 

''გარდაცვლილი ადამიანები ჰყავთ სიაში, არჩევნების გაყალბებას აპირებდნენ და ასე სურდათ ხელმძღვანელის არჩევა. ჩვენ გვინდა გადაიდოს, შემდეგ კი პროცესებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრონ'' - უთხრა აჭარის მაუწყებელს კანდიდატმა. 

უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე გარდაიცვალა, გამგეობის წევრებმა კი ახალი ხელმძღვანელი უნდა აირჩიონ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში