მენინგიტზე წლის ბავშვს ბათუმში ვერ უმკურნალეს და ქუთაისში გადაიყვანეს 

17 ოქტომბერი 2019, 20:45 8486 ნახვა

მენინგოკოქცემიის მორიგი შემთხვევა ბათუმში. 1 წლის ბავშვი ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. როგორც გაირკვა დაავადების ამ ფორმის მართვა აჭარაში უბრალოდ შეუძლებელია.

„მაშინ როცა  წუთებია გადამწყვეტი, ქალაქს რატომ არ უნდა გააჩნდეს შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა და სპეციალისტები, რომლებიც ადგილზე უმკურნალებენ პაციენტებს“ - დაახლოებით ასე წერს და ასე მიმართავს მოქალაქე ჯანდაცვის სამინისტროს. საუბარია დაავადების იმ ფორმაზე, რომელიც რეგიონში ყოველწლიურად ფიქსირდება და შესაძლოა დაგვიანების შემთხვევაში სამწუხაროდ ლეტალურადაც სრულდება. შესაბამისად დროული რეაგირება ყველაზე მნიშვნელოვანია.

სხვათა შორის ქუთაისსა და თბილისში გადაჰყავთ ადამიანი დამწვრობის შემთხვევაშიც, ასე ხდება მოზარდების ენდოსკოპიის აუცილებლობის დროსაც. რა აქვს და რა, ან რატომ არ აქვს ამ მიმართულებით რეგიონს?

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში