ბზიკისგან დაკბენილი გოგო კლინიკაში რჩება, კაცი კი უკვე გაწერეს

18 ოქტომბერი 2019, 14:19 2252 ნახვა

ბათუმის ბულვარში ბზიკებმა დღეს, 24 წლის გოგო და 62 წლის კაცი დაკბინეს. ორივე მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს. 

მედცენტრის ექიმების განმარტებით, პაციენტებს ანტიალერგიული მკურნალობა ჩაუტარდათ. მამაკაცი შესაბამისი რეკომენდაციებით ბინაზე გაეწერა. გოგო კი ამ დრომდე კლინიკაში, ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება. 

შემთხვევა დღეს დილით, ბულვარში, საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

დაშავებულის დედამ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ გოგოს ნაკბენები თავის არეში ჰქონდა.  რაც შეეხება მამაკაცს, ის ბულვარში ახალგაზრდა ქალს მიეშველა, ბზიკები მასაც დაესხნენ თავს.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში