ბათუმში უპატრონო ძაღლების რიცხვი გაზრდილია

18 ოქტომბერი 2019, 20:01 1703 ნახვა

მიუსაფარი ცხოველებისგან თავდასხმის და დაკბენის გახშირებული შემთხვევები ბათუმში -  როგორც სამედიცინო დაწესებულებებში გვეუბნებიან  დღეში ათობით ადამიანი იკეთებს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინას.

ზაფხულთან შედარებით მიმართვიანობა შემცირებულია, მაგრამ გაზრდილია მიუსაფარი ძაღლების რიცხვი. ყველაზე მეტი შემთხვევა ბულვარის ტერიტორიაზე გვხვდება.

მოქალაქეები გვიყვებიან, რომ გადაადგილება განსაკუთრებით სახიფათოა დილის საათებში. ბათუმის მერი ამბობს, რომ პრობლემასთან გამკლავება გართულდა და რესურსის დეფიციტის ფონზე დღითიდღე მწვავდება.

ლაშა კომახიძე სასწრაფო ზომების მიღებაზე საუბრობს, მაგრამ ჯერ უცნობია რას აპირებს. მერიის შესაბამისი სამსახურის ცნობით ქალაქში 1500-ზე მეტი მიუსაფარი ძაღლია აღრიცხული. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში