მისამართზე კომპანიის მიერ დაფიქსირებული იყო კუსტარულად დამონტაჟებული გამაცხელებელი - "თბილისი ენერჯი"

19 ოქტომბერი 2019, 11:06 1178 ნახვა

„თბილისი ენერჯის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნათია მიქიაშვილის განცხადებით, გურამიშვილის გამზირზე, მისამართზე, სადაც გამთენიისას ძლიერი აფეთქება მოხდა, კომპანიის თანამშრომლების მიერ დაფიქსირებული იყო კუსტარულად წყალგამაცხელებლის დამონტაჟების ფაქტი.

"გეგმიური შემოწმების დროს, აღნიშნულ მისამართზე ჩახსნილი იყო წყალგამაცხელებელი. ჩვენი თანამშრომლის მიერ ხელმოწერილ, ასევე ბინის  მფლობელის მიერ ხელმოწერილ საბუთზე, ჩვენი თანამშრომელი ხელმოწერით ადასტურებს, რომ აღნიშნული წყალგამაცხელებლის კუსტარულად დამონტაჟება არ შეძლება, რადგან ეს იყო საფრთხისშემცველი"-აცხადებს "თბილისი ენერჯის" წარმოამდგენელი ნათია მიქიაშვილი.  

მისივე თქმით, ამ კონკრეტული მისამართიდან "თბილისი ენერჯის" ცხელ ხაზზე  გაზის კონცენტრაციის თაობაზე რაიმე სახის ინფორმაცია არ შემოსულა.

კომპანიაში ამბობენ, რომ სტატისტიკა საგანგაშოა. ბოლო პერიოდში კომპანიის მიერ ჩაიჭრა 7000 კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარი, თუმცა განმეორებითი შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ 5000 თავიდან ჰქონდა კუსტარულად ეს დანადგარი დაერთებული.

"თბილისი ენერჯი" აბონნეტებს მოუწოდებს დაუკავშირდნენ კომპანიას ქსელისა და გაზდანადგარის შესამოწმებლად. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში