ატოცში ადგილობრივები საოკუპაციო ძალების მორიგ გააქტიურებაზე საუბრობენ

19 ოქტომბერი 2019, 12:25 1179 ნახვა

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ატოცთან სამუშაოები განაახლეს. რუსი სამხედროები ადგილზე დილით, გამოჩნდნენ და რკინის დამონტაჟებულ ძელებზე ღობის მონტაჟი დაიწყეს.

ინფორმაცია სოფელ ატოცთან რუსი სამხედროების გამოჩენის შესახებ, ადგილობრივები ადასტურებენ. ინფორმაციას ამის შესახებ დილიდანვე ავრცელებს სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში