გიორგი გაბუნია პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

19 ოქტომბერი 2019, 12:14 1197 ნახვა

ჟურნალისტი გიორგი გაბუნია დღეს, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული. უწყების ინფორმაციით დაბარება სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება.

ტელეკომპანია "მთავარის" ჟურნალისტი საგამოძიებო უწყებაში 12:00 საათზე მივიდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში