ტრეფიკინგთან ბრძოლის შედეგების განხილვა ბათუმში 

19 ოქტომბერი 2019, 13:06 1525 ნახვა

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე იმსჯელეს ბათუმის საკრებულოს დარბაზში.  განიხილეს სტატისტიკაც. ადამიანთა ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა ტრეფიკინგისგან თავის  დაცვის მექანიზმები და სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრამები გააცნო სტუდენტებს და  სოციალურ მუშაკებს.  

მხარდაჭერის  პროექტებს შორისაა თავშესაფრის პროგრამა და იურისტების მომსახურება. ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა ოთხ პრინციპს მოიცავს. ესენია: გამოძიება, პრევენცია, უწყებებთან თანამშრომლობა და ცნობიერების ამაღლება. ტრეფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღე  ევროკავშირის ინიციატივით 2005 წლიდან აღინიშნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში