"არის მცდელობა, რომ „მთავარი არხის" გენერალური დირექტორის დაპატიმრება მოხდეს" - გიორგი გაბუნია

19 ოქტომბერი 2019, 14:27 1487 ნახვა

"მთავარი არხის" გადაცემა "Post Factum"-ის  წამყვანი  გიორგი გაბუნია მთავარ პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაიკითხა.

დაკითხვის შემდეგ გაბუნიამ თქვა, რომ მას ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს. გაბუნიამ განმარტა, რომ არის მცდელობა, რომ მოხდეს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის დაპატიმრება.

„იდენტური საქმეა, რაც ჩემი კოლეგების შემთხვევაში იყო და ბუნებრივია ხელი მომაწერინეს გაუთქმელობაზე. პირველ რიგში არის იმის მცდელობა, რომ „მთავარი არხის “გენერალური დირექტორის დაპატიმრება მოხდეს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ არ გამოუვათ, მაგრამ გამოკითხვები ბოლომდე უნდა მიიყვანონ. გვარამიას დაჭერა რომც ვერ მოხერხდეს, მთავარი არხისთვის ხელის შეშლაა გამოძიების მიზანი. ვინაიდან ვამბობ, რომ ნიკა გვარამიას დაჭერისკენ მიჰყავთ ეს საქმე, ლოგიკურად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გვარამიას ეხებოდა შეკითხვები. ვერ გეტყვით, რაზე დაგვისვეს შეკითხვები, საქმე ეხება სხვადასხვა თანხებს“, -განაცხადა გაბუნიამ.

ადვოკატის თქმით კი, გაბუნიასთან კითხვები ჰქონდათ იმასთან დაკავშირებით, რა მოვალეობას ასრულებდა, აგრეთვე ანაზღაურებას იღებდა თუ არა გაწეულ შრომაში.

ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში