ევროპის ჩემპიონატზე მიწვეული სპორტსმენი მწვრთნელს სოლიდარობის უცხადებს და იტალიაში არ მიდის

19 ოქტომბერი 2019, 18:05 1272 ნახვა

მსოფლიოს პრიზიორი ტაეკვონდოში, ზურაბ კინწურაშვილი, იტალიაში, ევროპის ჩემპიონატზე პროტესტის ნიშნად არ მიდის. 17 წლის სპორტსმენმა ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა და დარეგისტრირდა, თუმცა ამბობს, რომ პირადი მწვრთნელის გარეშე ასპარეზობას არ აპირებს.

ზურაბ კინწურაშვილის მწვრთნელი აკაკი ცენტერაძე კი ეროვნული ფედერაციის მხრიდან პიროვნულ დისკრედიტაციაზე საუბრობს. მისი თქმით, გასულ წლებში მისი აღზრდილი სპორტსმენების შეჯიბრებებში გამგზავრება ვერ შეძლო, რასაც ფედერაციის პრეზიდენტის პირად ინტერესებს უკავშირებს, ამბობს, რომ ჩემპიონატებზე სპორტსმენების გამგზავრების გადაწყვეტილებებს პრეზიდენტი ერთპიროვნულად იღებს.

ტაეკვანდოს ფედერაციაში „მთავარს“ უთხრეს, რომ აკაკი ცენტერაძეს, ახალი რეგისტრაციების შემდეგ ეროვნული მწვრთნელის სტატუსით არ აქვს. ზურაბ კინწურაშვილის უარს,  ევროპაში გამგზავრებაზე კი უარყოფითად აფასებენ.  

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში