როდის დაბრუნდებიან საცხოვრებელ სახლებში აფეთქებისას დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლები დღეს გაირკვევა

20 ოქტომბერი 2019, 12:35 1313 ნახვა

კორპუსში, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა, ახლა გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. დაზარალებულებმა კი  ღამე, სასტუმროში გაათიეს. რამდენად უსაფრთხოა ცხოვრება, დაზიანებულ შენობაში? მოსახლეობის თქმით, დღეს, გაიგებენ, როდის შეძლებენ სახლებში დაბრუნებას. როგორც ჟურნალისტებს საქალაქო სამსახურის შენობა-ნაგებობების გამაგრება-გაძლიერების განყოფილების უფროსმა დავით დოღონაძემ განუცხადა, ამ დროისთვის ნგრევის საფრთხე არ არსებობს.

მისი სამსახური ელოდება შესაბამის ნებართვას, რათა შეძლონ შენობაში შესვლა. მისივე თქმით, სრულად შენობის რეაბილიტაციას შესაძლოა, 4 თვე დასჭირდეს. გუშინ, დილით აფეთქება სავარაუდოდ გაზის დაგროვებამ გამოიწვია.  დაზიანებულ კორპუსთან მთელი ღამის განმავლობაში ნაძალადევის გამგეობისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში