ბათუმის ბულვარში ახალი ჯიხურები განათავსეს

20 ოქტომბერი 2019, 15:20 1500 ნახვა

ახალი დიზაინის ჯიხურები, ბათუმის ბულვარში. ვაჭრობისთვის განკუთვნილი კონსტრუქციები ძირითადად გოგებაშვილის ქუჩაზე, ნავსადგურის მიმდებარედაა განთავსებული. მათი უმრავლესობა ამ დროისთვის უმოქმედოა. მოქმედი ჯიხურების მფლობელები კი აცხადებენ, რომ კონსტრუქციები მერიის ნებართვით, საკუთარი სახსრებით დაამზადეს და განათავსეს.

მათივე განმარტებით, მერიას ეკუთვნის დიზაინიც, რომელიც ნატურალური წვენების სარეალიზაციო ობიექტისთვის არის შერჩეული, თუმცა კონსტრუქციები მოუხერხებელია და ხშირად დამტვრეულიც ხვდებათ. ამის გამო მფლობელები მერიას მიმართავენ ქონების დაცვა უზრუნველყოს. ახალი ჯიხურების განთავსებასთან დაკავშირებით მერიაში კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში