ბათუმი ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

21 ოქტომბერი 2019, 15:31 1447 ნახვა

საჭადრაკო ოლიმპიადის შემდეგ, ბათუმი ჭადრაკში ევროპის გუნდურ ჩემპიონატს უმასპინძლებს. შეჯიბრება  23 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება, რომელშიც მამაკაცთა 40 და ქალთა 32 გუნდი იასპარეზებს, ამათგან საქართველოდან მამაკაცთა 2 და ქალთა სამი გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

ცნობისთის, საქართველოს ქალთა ნაკრებების შემადგენლობაში  3 ბათუმელი სპორტსმენია. პირველ ნაკრებში   სალომე მელია, მეორეში კი  – ნინო ბაციაშვილი და მირანდა მიქაძე იასპარეზებენ. ევროპის გუნდური ჩემპიონატი 23 ოქტომბერს 20:00 საათზე ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში გაიხსნება. შეჯიბრება 24 ოქტომბერს 15 საათიდან დაიწყება. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში