ცხოვრება დაუსრულებელ სახლში - როცა კანონი მობინადრეების უსაფრთხოებას არ იცავს

21 ოქტომბერი 2019, 20:10 3266 ნახვა

ცხოვრება საფრთხის და მაღალი რისკის ქვეშ - ეს იმ ოჯახების ყოველდღიურობაა, რომლებმაც სხვადასხვა გარემოების გამო, საკუთარ ბინაში, მაგრამ დაუსრულებელ კორპუსში გადაწყვიტეს შესახლება. დაუმთავრებელ და გაჩერებულ სახლებში ასობით ოჯახი ცხოვრობს ბათუმში.

მათთვის ამის დაშლის სამართლებრივი მექანიზმები უბრალოდ არ არსებობს, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი კი მშენებლის გარდა სხვა არავინაა. რისკებს შორის კი  კონსტრუქციის მდგრადობა, კომუნიკაციების სისტემა, წყალი, გაზი, ლიფტი და კიბის მოაჯირები სახელდება.

ეს ყველაფერი დაუმთავრებელ სახლებში მოუმზადებელი და საშიშია. ამას  კი არარსებული კონტროლიც ემატება.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში