პოლიციამ 119 აბი „სუბოქსინი“ ამოიღო და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავა

22 ოქტომბერი 2019, 17:02 1640 ნახვა

პოლიციამ, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მარნეულში დააკავა. 

სამართალდამცველებმა ბრალდებული ავტომანქანით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 119 აბი „სუბოქსინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში