TV 25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი აჭარის მთავარ სამმართველოში გამოკითხეს

22 ოქტომბერი 2019, 20:00 1842 ნახვა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო TV 25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის სულხან მესხიძის და ჟურნალისტის, ეკა ბარამიძის მიმართ მუქარას ეხმაურება.  

საუბარია ღურტის საბავშვო ბაღის ყოფილი გამგის მედეა მამულაძის მიერ განხორციელებულ მუქარაზე, რომელიც TV 25-ის მიერ გავრცელებული სიუჟეტის შემდეგ გაათავისუფლეს სამსახურიდან. ჟურნალისტები დიდი ხანია საუბრობენ მუქარის წერილებზე.

ცოტა ხნის წინ გამოძიებაც დაიწყო, მაგრამ სულხან მესხიძის თქმით ფაქტია რომ უშედეგოდ. იგი გამოკითხვაზე დღესაც დაიბარეს საგამოძიებო უწყებაში. სწორედ ამიტომ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიმართავს სამართალდამცავ უწყებას, დროულად დაასრულოს დაწყებული გამოძიება, რათა შეწყდეს ჟურნალისტების მიმართ მუქარა და მათ თავისუფლად შეძლონ თავიანთი მოვალეობის შესრულება.

აგრეთვე, სამართალდამცავებმა გაატარონ პრევენციული ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფს TV 25-ის ჟურნალისტების და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოებას.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში