აჭარის ნაცვლად წალკაში დათესილი ნიორი და არაეფექტური ხარჯი ბიუჯეტიდან - აუდიტის დასკვნა

23 ოქტომბერი 2019, 13:45 2266 ნახვა

სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნივრის სარგავი მასალის შესყიდვის პროგრამა მოხდა.  აუდიტი ამბობს, რომ ციფრები  მკაფიოდ მიუთითებს შესყიდვის დაგეგმვის პროცესში არსებულ ხარვეზებზე, რამაც არაეკონომიური ხარჯი გამოიწვია. 

აგროპროექტების მართვის ცენტრმა, 2018 წლის 15 მარტს, "ლუბაშას" ჯიშის ნივრის სანერგე მასალის შესასყიდად ტენდერი აუქციონის გარეშე გამოაცხადა. 41-ვე შესყიდვის სავარაუდო ღირებულებამ, ბაზრის ფორმალური კვლევის საფუძველზე,  528,812 ლარი შეადგინა. 

"ტენდერში ერთი პრეტენდენტის მონაწილეობის პირობებში გაიმარჯვა შპს „ქართულმა მოცვმა“, რომლის შეთავაზებულმა  შეადგინა  620,208 ლარი. სატენდერო წინადადების საფუძველზე პრეტენდენტთან გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. 

ნიორის შესყიდვაზე, კომპანიამ 440,774 ლარი დახარჯა. შესაბამისად, ფასნამატმა ​ 40.7%  შეადგინა, ანუ მოგება 179,433 ლარი იყო"- ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რაზეც აუდიტის დასკვნაშია საუბარი, პროგრამის განხორციელების  არეალია. ნიორი ბენეფიციარებმა არა აჭარაში, არამედ წალკაში დარგეს, რაც პროგრამას ეწინააღმდეგება, მათი უმეტესობა კი მოსავლით უკმაყოფილოა.

"ბენეფიციარებთან გასაუბრებების  შედეგად ირკვევა, რომ მათმა ნაწილმა ნიორი დარგო წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რაც ეწინააღმდეგება ქვეპროგრამის მიზნებს.  ქვეპროგრამა უნდა განხორციელებულიყო აჭარის ტერიტორიაზე. ბენეფიციართა უმრავლესობა ნივრის მოსალოდნელი მოსავლით უკმაყოფილოა,"-  წერს აუდიტი. 

დასკვნაში საუბარია, რომ 48 კილო სანერგე მასალის შესყიდვა, სააგენტომ ბაზრის ფორმალური კვლევის საფუძველზე განახორციელა. ამასთანავე, ნიორზე დაბალი მოთხოვნის გამო სანერგე მასალის გადახდის პირობა შეიცვალა.

აუდიტის მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ ქვეპროგრამის დაგეგმვასა და განხორციელებაში არსებულმა მნიშვნელოვანმა ხარვეზებმა, კერძოდ, მოსალოდნელი შედეგების შესწავლისა და შეფასების გარეშე ქვეპროგრამის დაგეგმვამ და შესყიდვის ეტაპზე ბაზრის ფორმალურმა კვლევამ, ბიუჯეტიდან არაეფექტიანი ხარჯი გამოიწვია.

სამი წლის წინ დაწერილი პროგრამა პირველად  გასულ წელს განხორციელდა, მანამ ტენდერი სხვადასხვა მიზეზების გამო არაერთხელ ჩავარდა. 
პროგრამის დანერგვის  მთავარ მიზეზად აჭარაში მცირემიწიანობის პირობებში  ფერმერებისთვის შემოსავლის ზრდას, ჯიშთგანახლებას და ახალი  ჯიშების გამოყვანას ასახელებდნენ. 

რას ფიქრობენ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით  უწყების კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში