სოსოს სტურუა და თამილა დოლიძე - „ქართული ოცნების“ კანდიდატები მრჩეველთა საბჭოსთვის

23 ოქტომბერი 2019, 20:25 1627 ნახვა

თვის ბოლომდე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას მრჩეველთა საბჭოს ახალი შემადგენლობა ეყოლება. მმართველი გუნდის ფრაქციებმა კანდიდატები უკვე დაასახელეს - „ქართული ოცნების“ რჩეულები სოსო სტურუა და თამილა დოლიძე გახდნენ. 

სხვათა შორის, თავის დროზე ანალიტიკოსებმა ეჭვქვეშ დააყენეს აქვთ თუ არა „ქართული ოცნების“ ფრაქციებს ორი კანდიდატის წარდგენის უფლება, რადგან ერთი უკვე წარდგენილი ჰყავთ. კანონის სულისკვეთებას ასე არ კითხულობენ უმაღლეს საბჭოში. წარდგენილ კანდიდატებზე კენჭისყრა სავარაუდოდ მომდევნო კვირას შედგება. უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი „ნაციონალური მოძრაობის“ და დამოუკიდებელი დეპუტატების გადაწყვეტილებების შესახებაც.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში