აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 3 მილიონზე მეტი ლარით იზრდება

24 ოქტომბერი 2019, 20:02 1190 ნახვა

თვის ბოლომდე აჭარის მთავრობამ ბიუჯეტის პირველადი პროექტი უმაღლეს საბჭოს უნდა გადაუგზავნოს. უკვე ცნობილია, რომ რეგიონის მთავარი საფინანსო დოკუმენტის მიხედვით მომავალი წლის ბიუჯეტში თანხა იზრდება.

გაზრდილია ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 3 მილიონ ლარზე მეტით, ჯამში 21 მილიონით კი 36 პროგრამა დაფინანსდება.

იზრდება ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების დაფინანსება, მათ შორის პირველად 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის. არის თუ არა ბიუჯეტი მორგებული საარჩევნო წელზე? ეჭვს რეგიონის ოპოზიციაში გამოთქვამენ. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში