საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მასპინძელი პოლონეთი დაამარცხა

25 ოქტომბერი 2019, 10:32 1918 ნახვა

პოლონეთში სტარტი აიღო ფუტსალში მსოფლიოს 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეინ-რაუნდმა. პირველი შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა მასპინძელი პოლონეთის ნაკრები 3:2 დაამარცხა . ავთანდილ ასათიანის გაწვრთნულმა საქართველოს ნაკრებმა მერვე წუთზე თალესის ეფექტური გოლით გახსნა ანგარიში , თუმცა შესვენებამდე მასპინძლებმა ორი გოლით უპასუხეს და ტაიმი პოლონეთმა 2:1 მოიგო. ქართველებმა მეორე ტაიმის დასაწყისშივე  შეტევებს მოუმატეს, ჯერ ფუმასამ გაათანაბრა ანგარიში , ხოლო ერთ წუთში თალესმა დუბლი შეასრულა, ამჯერზე პენალტით გაიტანა.

საქართველომ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. 

ავთანდილ ასათიანის გუნდი, მეორე ტურში დღეს 25 ოქტომბერს საქართველო მსოფლიოს ორ გზის ჩემპიონ ესპანეთს ნაკრებს დაუპირისპირდება . შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

27 ოქტომბერს კი საქართველოს ფუტასლის ნაკრები მეინ-რაუნდის დასკვნით თამაშს ფინეთთან ჩაატარებს. ცნობისთვის, ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი გავა და ასპარეზობას ელიტ-რაუნდში გააგრძელებენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში