უმაღლესი საბჭო აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს შერჩეულ კანდიდატებს კენჭს უყრის

25 ოქტომბერი 2019, 12:03 1064 ნახვა

ვინ გახდება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ახალი წევრი?  ეს ცოტა ხანში გახდება ცნობილი.  უმაღლეს საბჭოში საკითხი  კენჭისყრაზე რამდენიმე წუთში რიგგარეშე პლენალურ სხდომაზე დადგება.

კანდიდატებს შორისაა  სოსო სტურუა, თამილა დოლიძე-ისინი მმართველი გუნდის ფრაქციების კვოტით არიან წარდგენილები. პეტრე ზამბახიძემ თამარ წილოსანი, გია ცინცქილაძემ კი დიანა ვაშაყმაძე წარადგინა. მათგან იმ სამ მრჩეველს აირჩევენ, ვინც დეპუტატთა ხმების უმრავლესობას მიიღებს. დღევანდელ სხდომას არ დაესწრება ნაციონალური მოძრაობა. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში