შსს-ს კამპანია - "ნუ წაართმევ ბავშვობას!"

25 ოქტომბერი 2019, 12:22 2215 ნახვა

ნუ წაართმევ ბავშვობას!-შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მოზარდებთან, სკოლის მასწავლებლებთან და  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრები იმართება.

კამპანიის მიზანია ბავშვთა ნაადრევი ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრა, ამ პრობლემასა და პოლიციისთვის  შეტყობინების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. გასულ წელს არასრულწლოვანთა ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებულ 180-მდე ფაქტზე დაიწყო გამოძიება. საინფორმაციო კამპანია 18 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში