მაჩვი ფოტო-ხაფანგის ობიექტივში

25 ოქტომბერი 2019, 17:32 5821 ნახვა

ბორჯომ ხარაგაულის ეროვნულ პარკში ფოტო-ხაფანგმა ამჯერად მაჩვი დააფიქსირა. ფოტო ადმინისტრაციამ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა. 

მტაცებელი ძუძუმწოვარი ზღვის დონიდან 2750 მ-მდე ადის. უმეტესად ბინადრობს ტყეებში, ველებსა და ნახევრად უდაბნოებში. სოროს ნიადაგში თხრის. იკვებება მცენარეული საკვებით და წვრილ-წვრილი ცხოველებით. 

მაჩვის ცხიმს სამკურნალო თვისება აქვს, ბალნისაგან ფუნჯებს ამზადებენ, იყენებენ ტყავსაც. ქვესახეობებიდან საქართველოში გვხვდება ამიერკავკასიური მაჩვი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში