ბათუმის ''დინამო'' - თბილისის ''ვიტ ჯორჯია'' ფრედ დასრულდა

25 ოქტომბერი 2019, 20:48 2154 ნახვა

ბათუმის ''დინამოსა'' თბილისის ''ვიტ ჯორჯიას'' შორის შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 32-ე ტურში, ანგისას ბაზაზე ბათუმის ''დინამომ'' ბოლოადგილოსან ვიტჯორჯიას უმასპინძლა და საჩემპიონო ბრძოლაში მნიშვნელოვანი 2 ქულა დაკარგა.

თამაშის მე-3 წუთზე, საჯარიმოში, სტუმარი გუნდის მცველს ზურაბ სეხნიაშვილმა ხელით ითამაშა, რის გამოც არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. ტურნირის ერთ-ერთმა ბომბარდირმა ფლამარიონმა პენალტის გამოყენება ვერ შეძლო, მეკარის მოგერიებულ ბურთს კი პირველი ჯაბა ჯიღაური დახვდა, რომელმაც ანგარიში გახსნა. 

თამაშის მიწურულს ვიტ ჯორჯიას ზემოთხსენებულმა მცველმა ზურაბ სეხნიაშვილმა სტანდარტიდან მოწოდებული ბურთი თავური დარტყმით კარისკენ გაგზავნა და ანგარიში გაათანაბრა.

ამ დროისთვის ბათუმელებს 64 ქულა აქვთ და ისინი პირველ პოზიციაზე არიან. 

27 ოქტომბერს კი, ბათუმის ''დინამოს'' უშუალო კონკურენტები უპირისპირდებიან ერთმანეთს, საბურთალო - თბილისის ''დინამოს'' უმასპინძლებს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში