ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

26 ოქტომბერი 2019, 12:30 1715 ნახვა

მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე, ბათუმის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი, ვახტანგ გედენიძე და კომპანია “კონვენტ ჯორჯიას”  წარმომადგენელი, ვახტანგ ჩიქოვანი გამოკითხეს. ჩიქოვანი  სხდომაზე ამტკიცებდა, რომ კომპანიას, რომლსაც იაფი სახლის პროექტი უნდა განეხორციელებინა ტენდერი გიორგი ერმაკოვის მეგობარმა მოაგებინა.

სასამართლო სხდომაზე მოწმეთა გამოკითხვის შემდეგ, ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატებმა პატიმრობის გირაოთი შეცვლა, კიდევ ერთხელ დააყენეს, თუმცა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში