დეპუტატს მუქარაში ადანაშაულებენ

26 ოქტომბერი 2019, 12:25 2801 ნახვა

პარლამენტარი მუხრან ვახტანგაძე, მერაბ ღოღობერიძის ბრალდებას პროვოკაცია უწოდებს, საზოგადოებას კი ბოდიშს უხდის. ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებულ  პოსტში მუხრან ვახტანგაძე  აღნიშნავს , რომ მერაბ ღოღობერიძემ  სატელეფონო საუბრის  პირველი ნაწილი არ გამოაქვეყნა,  რომლითაც მისი თქმით საზოგადოება მდგომარეობიდან გამოსვლის მიზეზს დაინახავდა.

კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელმა მერაბ ღოღობერიძემ, მუხრან ვახტანგაძე, მუქარასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. მისი თქმით, მას დეპუტატმა დაურეკა,  აგინა და დაემუქრა, სატელეფონო საუბარი კი თავის ფეისბუკ გვერდზე პირდაპირ ეთერში ჩართო. სადაც ისმის, რომ სავარაუდოდ პარლამენტარი   მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და ემუქრება. იგი  დეპუტატის გაღიზიანებას, ქედაში, სასპორტო სკოლის დირექტორად მანუჩარ ჯიჯავაძის დანიშვნასთან დაკავშირებით, მის მიერ დაწერილ პოსტს უკავშირებს. მერაბ ღოღობერიძის განცხადებით, მანუჩარ  ჯიჯავაძე , წარსულში ბიძინა ივანიშვილს შეურაცხყოფას აყენებდა და სწორედ მისი დანიშვნა გააპროტესტა. მერაბ ღოღობერიძემ მომხდართან დაკავშირებით პოლიციას მიმართა . 

შსს-მ გამოძიება 151-ე, მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ვადით 120- დან,  180 საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ან და თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე .

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში