დარღვევები სკოლებში 

26 ოქტომბერი 2019, 15:15 1870 ნახვა

მოძრაობა „ახალგაზრდა ლიდერთა“ დამფუძნებელი ანზორ გუბაევი, აჭარის განათლების სამინისტროს მონიტორინგის შედეგების შესრულებისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, 6 თვის წინ ორგანიზაციამ ბათუმის საჯარო სკოლებში უსაფრთხოების წესების დარღვევები აღმოაჩინა, რომელთა აღმოფხვრის შესახებ 10 დღის წინ სამინისტრომ მას წერილი გაუგზავნა.

გუბაევის თქმით, ორგანიზაციამ გადაამოწმა ფაქტები და აღმოჩნდა, რომ დარღვევების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ აღმოფხვრილა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ დარჩენილ სკოლებში სარემონტო სამუშაოების შესყიდვის პროცედურები დაწყებულია და მომავალ წელს. ბათუმის ყველა სკოლა იქნება ადაპტირებული და უსაფრთხოების ნორმები დაცული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში