"სიტყვის კონა"- კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

26 ოქტომბერი 2019, 18:17 3380 ნახვა

სიტყვის კონა -  ასე ჰქვია სულხან საბა ორბელიანის  ლექსიკონის მიხედვით ჩატარებულ კონკურსს , რომელიც ბათუმში, ინტელექტუალური და შემეცნებითი პროექტების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გაიმართა . პირველ ტურში  მონაწილე 1768  მოსწავლიდან მეორე საფეხურზე 70 გადავიდა.

მონაწილეებს  სიგელები , პირველ ,მეორე და მესამე ადგილზე გასულებს კი  ბათუმის მერიამ ფულადი თანხა 1500, 1000 და 500 ლარი გადასცა.  კონკურსი  მიზნად ახალგაზრდებში ქართული ენის ლექსიკური მარაგისა და განმარტებით ლექსიკონთან მუშაობის უნარების განვითარებას ისახავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში