სასაფლაო საფლავების გარეშე

26 ოქტომბერი 2019, 20:20 2219 ნახვა

პროკურატურა, კიდევ ერთ საქმეს იძიებს. საგამოძიებო უწყებამ   უნდა დაადგინოს, რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა 2014-2018 წლებში ბათუმის ბიუჯეტიდან 3 მილიონ ნახევარი. ჩაქვში, სასაფლაოს მოსაწყობად, სწორედ ამ ოდენობის თანხა დაიხარჯა, თუმცა ტერიტორია, რომელიც ეროზირებული და ხევებითაა დაფარული, სასაფლაოს გახსნის საშუალებას არ იძლევა.

ამის მიუხედავად საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი 2018 წლის მარტის თვითაა დათარიღებული. რის შემდეგაც, ბათუმის მერიამ   სამუშაოების შემსრულებელი კომპანია „მამისონისგან“ ობიექტი, როგორც დასრულებული გადაიბარა. 

2014 წელს დაწყებული პროექტის შესწავლის მიზნით, ბათუმის მერიამ პროკურატურას 2019 წლის თებერვალში მიმართა, რის შემდეგაც საგამოძიებო უწყებამ ყველა იმ ორგანიზაციიდან,   რომლებსაც შეხება ჰქონდათ ახალი სასაფლაოს მოწყობის სამუშაოებთან,  შესაბამისი დოკუმენტაცია ამოიღო. კითხვებზე - რა ეტაპზეა გამოძიება დღეს და დადგება თუ არა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი მომავალში, პროკურატურისგან პასუხი ვერც ამჯერად მივიღეთ.

ხათუნა შუშანიძე
ჟურნალისტი და წამყვანი

ამავე კატეგორიაში