ანაკლიის კონსორციუმის ქმედებები ძალიან დამღლელია - იუსტიციის მინისტრი

27 ოქტომბერი 2019, 15:46 1369 ნახვა

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის აზრით,   ანაკლიის კონსორციუმის ქმედებები ძალიან დამღლელია.     კერძო კომპანია და კონკრეტულად ეს კონსერციუმი, იმის მაგივრად, რომ საკუთარი ვალდებულებები შეასრულოს, მთავრობისკენ იშვერს თითს, იმიტომ რომ მას არაფერი აქვს სათქმელი.  

“ანაკლია სახელმწიფო პროექტია და მე უბრალოდ კონსერციუმს შევახსენებ, რომ მას ვალდებულება აქვს, მთავრობა პირიქით, ხელს უწყობს, რომ ეს ვალდებულებები შეასრულოს. ვალდებულებები შესრულებას მოითხოვს. ჩვენ ვინარჩუნებთ იმედს, რომ წლის ბოლომდე მოიტანენ სოლიდურ ინვესტიციებს ამ პროექტის განსახორცილებლად“- განაცხადა თეა წულუკიანმა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში