თბილისის დინამომ ფრე ითამაშა - ეროვნულ ლიგაში ლიდერობას კვლავ ბათუმი დინამო ინარჩუნებს

27 ოქტომბერი 2019, 18:54 1765 ნახვა

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 32-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრას ,,მიხეილ მესხის სახელობის სტადიონმა’’ უმასპინძლა. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის ,,საბურთალომ’’ თანაქალაქელი ,,დინამო’’ მიიღო და შეხვედრა უგოლო ფრედ 0:0 დასრულდა.

ამ ფრის შემდეგომ ეროვნული ჩემპიონატის ლიდერი ისევ ბათუმის ,,დინამო’’ დარჩა ,რომელმაც პარასკევს ,,ვიტ ჯორჯიას’’ 1:1 ეთამაშა. 32 ტურის შემდეგ ეროვნული ლიგის ცხრილის სათავეში 64 ქულით გია გეგუჩაძის ბათუმის ,,დინამოა’’ , 63 ქულით მეორე ადგილს თბილისის ''დინამო’’ იკავებს , ხოლო მესამე პოზიციაზე 62 ქულით თბილისის ,,საბურთალო’’ იმყოფება.

33-ე ტურში 1 ნოემბერს შავიზღვისპირელები საჩხერეში ადგილობრივ ,,ჩიხურას’’ დაუპირისპირდებიან . უკვე 3 ნოემბერს ბათუმელთა 2 კონკურენტი ითამაშებს . ''საბურთალო’’ გორში ,,დილას’’ შეხვდება , ხოლო თბილისის ,,დინამო’’ საკუთარ კედლებში ქუთაისის ''ტორპედოს’’ მიიღებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში