დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილი და ბრალდებები კონკრეტულ მაღალჩინოსნებს

28 ოქტომბერი 2019, 12:20 1819 ნახვა

დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილი და ბრალდებები კონკრეტულ მაღალჩინოსნებს. მსჯავრდებული დეკანოზი წერილში ყვება, რომ  2 წელი და 8 თვეა სიცოცხლის მოსპობის შიშით ცხოვრობს, ემუქრებიან ბავშვების სიცოცხლის ხელყოფით, რაზეც რამდენიმე თვის წინას განაცხადა, ასევე ემუქრებიან მისი ძმის თორნიკეს დაკავებით.

მსჯავრდებული დეკანოზი წერილში, რომელიც ტელეკომპანია პირველს გაუგზავნა , ადანაშაულებს გენერალური პროკურორის მოადგილე მამუკა ვასაძეს, რომელიც ასევე ყავს ნახსენები ერ კიდევ 2 წლის წინ მის პირველ ჩვენებაში.

ჯერ- ჯერობით კომენტარი საეკლესიო სკანდალზე არ გაკეთებულა ბათუმის და ლაზეთის ეპარქიაში.  ეპარქია ოპერატიულ განცხადებებს არ აკეთებს ხოლმე, როგორც გახსოვთ დეკანოზის დაკავების შემდეგ, ბათუმის ეპარქიაში კონკრეტულად მეუფე დიმიტრიმ მხოლოდ 9 თვის შემდეგ გამართა  პრესკონფერენცია. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში