"მე დავბრუნდები" - ბათუმის საკრებულოს ვებგვერდი გატეხეს

28 ოქტომბერი 2019, 12:57 3342 ნახვა

ბათუმის საკრებულოს ოფიციალური გვერდი, სავარაუდოდ, გატეხეს. http://batumicc.ge შესვლის დროს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ვარდება, სადაც წერია "I'll be back"... 

წინასწარი ინფორმაციით, გატეხილია სამთავრობო საიტების სერვერი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას, კომპიუტერული მონაცემის ან სისტემის ხელყოფას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში