მაკონტროლებლებმა 3 925 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს - საგამოძიებო

29 ოქტომბერი 2019, 10:33 1401 ნახვა

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ოქტომბერში მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინეს. ​

თბილისსა და სამცხე-ჯავახეთში დანაშაულში მხილებული პირებისაგან ამოღებულია ე.წ. ელექტრო სიგარეტის IQOS-ისთვის განკუთვნილი „HEETS“- ის ფირმის 23 550 ლარის ღირებულების 3 925 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში