ბათუმში სახელოვნებო და სასპორტო სკოლის 763 პედაგოგს ხელფასები ეზრდებათ 

29 ოქტომბერი 2019, 16:49 4843 ნახვა

აჭარის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ბათუმში არსებული ექვსი სახელოვნებო სკოლის პედაგოგებს ხელფასი 20% ეზრდებათ. ხელფასები ემატბათ, ასევე ბათუმის სასპორტო სკოლის პედაგოგებსაც. 

უფრო კონკრეტულად კი, ანაზღაურება  გაეზრდებათ ბათუმის სამივე მუსიკალური სკოლის, საბალეტო, სამხატვრო და ხალხური ხელოვნების სკოლების, ასევე, მოსწავლე ახალგაზედობის სასახლის პედაგოგებს. სასპორტო და საჩოგბურთო სკოლების მასწავლებლებს.

ხელფასზე 20% ნამატი ექნებათ, ასევე შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის სკოლა-პანსიონატების პედაგოგებსაც.

​აჭარის განათლების, კუტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ სახელოვნებო და სპორტულ სკოლებში 763  პედაგოგია დასაქმებული. სახელფასო კალათში ცვლილება, ახალი სასწავლო წლიდან, სექტემბრიდან ამოქმედდება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში