პირველი არხის ოპერატორი სანდრო ბერაძე გარდაცვლილი იპოვეს

29 ოქტომბერი 2019, 17:20 7174 ნახვა

საქართველოს პირველი არხის ოპერატორი სანდრო ბერაძე გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარს მაშველებმა და ოჯახის წევრებმა დღეს მიაგნეს.

ახლობლები სანდრო ბერაძეს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.

სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო პოლიცია და სამაშველო სამსახური.

ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

სანდრო ბერაძეს ოჯახის წევრები და სამართალდამცველები 25 ოქტომბრის შემდეგ ეძებდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში