17 წლის მოსწავლე, რომელსაც სახის ძვლების მოტეხილობა აქვს, ოპერაციისთვის ქუთაისში გადაჰყავთ - ტრაგედია ქობულეთში

29 ოქტომბერი 2019, 18:07 40795 ნახვა

2 გარდაცვლილი და 4 დაშავებული - ტრაგიკული შემთხვევა ქობულეთში. ავარიის შედეგად, დაშავებულთაგან ერთ-ერთი რეანომობილით ქუთაისში გადაჰყავთ, შესაძლოა სხვა კლინიკაში გადაყვანის საჭიროება კიდევ  ერთ დაშავებულს დასჭირდეს.

მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც საჯარო სკოლის მოსწავლე მართავდა ხეს შეეჯახა. მასში 6 თანაკლასელი იჯდა. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში