აჭარაში 9 თვეში მშენებლობაზე 800-ზე მეტი ნებართვა გაიცა

30 ოქტომბერი 2019, 12:49 1862 ნახვა

საქართველოში, 2019 წლის იანვარიდან სექტემბერში ჩათვლით, მშენებლობაზე  7802 ნებართვაა გაცემული.  წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეს ციფრი  1,3 პროცენტით მეტია. 

 ამ ნებართვების საფუძველზე, 5621,7 ათასი კვ.მ  ფართობი უნდა აშენდეს, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდს  23,9 % აღემატება. 

ნებართვების 71%  ქვეყნის 3 რეგიონზე მოდის.  ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 49,2 პროცენტი თბილისზე, 11,0 პროცენტი - აჭარაზე და 10,8%  ქვემო ქართლის რეგიონზე.

ამ სტატისტიკის მიხედვით, აჭარაში 800 ნებართვაა გაცემული, ისევე როგორც სხვა რეგიონში, აქაც ძირითადად საცხოვრებელ კორპუსებზე. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა - ნაგებობების მშენებლობაზე.  გაცემულ ნებართვებში, შედარებით დიდი წილით, წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები.

დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი  3 რეგიონზე: თბილისზე, კახეთსა და ქვემო ქართლზე მოდის.

2019 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიიღეს 1923,7 ათასი კვ.მ ფართობი, რაც წინა წელთან შედარებით 32,3%-ით მეტია.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში