აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ სომეხთა მასობრივი მკვლელობა გენოციდად აღიარა

30 ოქტომბერი 2019, 20:05 1642 ნახვა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ უმრავლესობით მხარი დაუჭირა  I მსოფლიო ომის დროს ოტომანთა იმპერიის მიერ სომეხი ხალხის მასობრივი მკვლელობის გენოციდად აღიარებას.სხვათა შორის უამრავი ისტორიკოსი, სახელმწიფო და სომეხი ხალხი ამ პროცესს აქამდეც გენოციდს უწოდებდა.

თურქეთი კი არ უარყოფს, რომ დანაშაული ჩადენილი იქნა, თუმცა ეწინააღმდეგება ტერმინ გენოციდის გამოყენებას და აცხადებს, რომ აღნიშნული ქმედებები არ ყოფილა „სომეხი ხალხის განადგურების სისტემური მცდელობა“.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კონგრესის გადაწყვეტილება შეაფასა როგორც რეაქცია ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციაზე. პრეზიდენტმა ერდოღანმა კი განაცხადა რომ თურქეთი არ აღიარებს ამ აღიარებას და უკვე ამზადებს სერიოზულ პასუხს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში