„იმედია კარგად იფიქრა სინოდის ყველა წევრმა და დარწმუნებულნი არიან სისწორეში“-მეუფე გრიგოლი

31 ოქტომბერი 2019, 18:18 1614 ნახვა

,,ვწუხვარ ამ გადაწყვეტილების გამო, იმედია სინოდის წევრები თავის სიმართლეში დარწმუნებულები არიან“-ასე გამოეხმაურა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი სინოდის გადაწყვეტილებას, პეტრე ცაავასთან დაკავშირებით. მეუფე გრიგოლი აცხადებს, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია სინოდის სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით. 

თვლის,  რომ სასურველია ამის შესახებ წინასწარ უნდა იცოდნენ,  რადგანაც მტრის წისქვილზე არ დაესხას   წყალი. 

სასულიერო პირი და ამავდროულად სინოდის წევრი, ამბობს, რომ ეკლესიას არსებული რეალობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი როლი აკისრია, ამიტომ საჭიროა ღრმად დაფიქრება. რაც შეეხება  ციანიდის საქმეს, იგი საპატრიარქოს გადაწყვეტილებას ამ ნაწილში  მიესალმება.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში